ტრისტან წითელაშვილი: მგონია, რომ ქართველების დაკავების უკან სააკაშვილი დგას

ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი ოდესაში მესაზღვრეების მიერ ოთხი ქართველის დაკავებას, მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს. ამის შესახებ წითელაშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინეტრვიუში საუბრობს.
„სააკაშვილმა მსგავსი შოუებით კარგად დაგვამახსოვრა თავი. მისი პრეზიდენტობის დროს რამდენი „ჯაშუში“ დააკავეს? ეტყობა, უკრაინაშიც მსგავსი სპექტაკლების დადგმას აპირებს. რამდენიმე დღის წინ მან სამხედრო მაღალჩინოსნები დააჭერინა. არ არის გამორიცხული, ეს დაკავებაც ამ თემის გაგრძელება იყოს. მე იმის არ მჯერა, რომ შეზღუდული წვდომის ინფორმაცია საზღვარზე მეხსიერების ბარათით გადაჰქონდათ. საიდუმლო ინფორმაციებს ასე არავინ ატარებს. არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომლითაც ასეთი ინფორმაციის გატანა შეიძლება. ამიტომ მგონია, რომ ყველაფრის უკან სააკაშვილი დგას“, – განაცხადა წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები