სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში დარღვევები გამოავლინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოსული სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა გარდაბანსა და რუსთავში შაურმით 10 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტებს, მოკვლევა ჩაატარეს.
როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შემოწმდა რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი. მ “ილგარ მამედოვისა” და გარდაბანში, აღმაშენებლის 48-ში მდებარე ი. მ “რამინ მამედოვის” საშაურმეები. შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მეზოფილურ-აერობული, ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, აურეუსისა და პათოგენური მიკროორგანიზმის – ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა. აღნიშნული დარღვევების გამო სურსათის ეროვნული სააგენტო ი.მ „ილგარ მამედოვისა“ და ი.მ „რამინ მამედოვის“ საშაურმეებში არაგეგმურ ინსპექტირებას განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები