გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვერდას არასამთავრობო ორგანიზაციების 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
გიგლა აგულაშვილი შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვით სფეროში სამინისტროს სამომავლო ხედვებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა, სადაც გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის ეფექტური გზები და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები