შსს-მ უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღო – ვიდეო

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1955 წელს დაბადებული ნოდარ ი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მესტიის რაიონის სოფელ ლატალში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები სროლისთვის ვარგისია. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები