სოზარ სუბარი ირაკლი კორძაიას ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც სუბარი გაზეთ “პრაიმტაითან“ ინტერვიუში აცხადებს, როდესაც ადამიანი რაღაც ბრალდებას აჟღერებს, უკეთესია ამის საბუთი გააჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს.
“ზოგადად, მოულოდნელია, რომ შენი მეგობრები ისეთ რამეებს ამბობენ, რასაც მათგან არ ელოდები. ადამიანი, როდესაც რაღაც ბრალდებას აჟღერებ, უკეთესია ამის საბუთი გაგაჩნდეს, თუ ასეთი რამ არ გაქვს, ვფიქრობ, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებ. რაც შეეხება შეხვედრას, იმ დღეებში ჩვენ გვქონდა მინიმუმ 5 თუ 6 შეხვედრა“,- აცხადებს სოზარ სუბარი.
მინისტრი ამბობს, რომ შეხვედრების ინიციატორი ზოგიერთ შემთხვევაში თავად, ზოგჯერ კი ირაკლი კორძაია იყო.
“ზოგჯერ მე და ზოგჯერ თავად ირაკლი. იმ კონკრეტულ შემთხვევაში მე შეხვედრა მქონდა გაეროს წარმომადგენლებთან და შემდეგ გადავჯექი მათთან“,-აცხადებს სუბარი.
კითხვაზე, ფულის შეთავაზებას მართლა ჰქონდა ადგილი, თუნდაც მინიშნებით- სუბარი აცხადებს, რომ “რა თქმა უნდა არა“.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ირაკლი კორძაია ამბობს, რომ ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მის ბრალდებებთან დაკავშირებით ზვიად ჯანყარაშვილისა და გია უდესიანის წინააღმდეგ სოზარ სუბარი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე შეხვდნენ და მათთან შეთანხმება შესთავაზეს.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები