“ომში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, აფხაზი ერთმორწმუნეების წინააღმდეგ აგრესორს უჭერდა მხარს”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრები აფხაზური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას ითხოვენ.
1991-1996 წელს ე.წ. დეპუტატების განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველოსთან ჯერ კიდევ ომის პირობებში, აფხაზი მორწმუნეები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უბეში ვერ დაბრუნდებიან”.
“ქართულ-აფხაზურმა ომმა, როგორც ცნობილია აფხაზეთისა და საქართველოს მართლმადიდებელთა სულიერი კავშირი გაწყივტა. ამ ომში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, აფხაზი ერთმორწმუნეების წინააღმდეგ აგრესორს უჭერდა მხარს. ამით საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საკუთარ თავს, აფხაზეთის მართლმადიდებელი მოწმუნეების გამოკვების უფლება წაართვა. აფხაზეთი და საქართველო ახლა საომარ ვითარებაში იმყოფება. ამ პირობებში, აფხაზი მორწმუნეები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უბეში ვერ დაბრუნდებიან. ამიტომ ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ავტოკეფალიის აღდგებაა, როგორიც ის ათასწლეულების განმავლობაში იყო. ამ საკითხში ჩვენი საზოგადოება ერთიანია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ე.წ. დეპუტატების თქმით, ამ საკითხში ერთიანები არიან აფხაზი მღვდლებიც, თუმცა მხოლოდ სიტყვებით. ისინი შეშფოთებულები არიან მღვდლებს შორის გაუთავებელი უთანხმებით, რომელიც მათი აზრით არამხოლოდ მართლმადიდებელ მორწმუნეებს აღელვებს, არამედ ეკლესიის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას აფერხებს.
“ასეთ ვითარებაში, ხელისუფლებას არ შეუძლია მხოლოდ დამკვირვებელად დარჩეს. იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია აღორძინდეს და საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში, მისი როლი უფრო გაძილერდეს“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 1991-1996 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატების განცხადებაში.

წყარო: “პირWელი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები