გიგლა ბარამიძე: სააკაშვილსა და ადეიშვილს დასაპატიმრებელი1500-კაციანი სია უკვე გამზადებული აქვთ

„სააკაშვილმა, საქართველოდან 2 წლის წინ გაქცეული „ნაციონალების“ (მათ შორის ძებნილების) ოდესაში ჩასვლის განკარგულება გასცა და ისინი საქართველოში დასაბრუნებლად სერიოზულად ემზადებიან“, – აცხადებს პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგლა ბარამიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

როგორც გიგლა ბარამიძე აღნიშნავს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა, მას საქართველოს პოლიტიკას არ ჩამოაშორებს. ამავე ინტერვიუში ბარამიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ფინანსურად განეიტრალებასაც ცდილობს, რადგან ჰგონია, რომ ამის შემდეგ საქართველოში იოლად დაბრუნდება.

„ნაციონალებს“ ლობისტური კომპანიები თუ აქმადე მხოლოდ ვაშინგტონში ჰყავდათ დაქირავებული, ახლა სიეტლსა და ნიუ-იორკშიც დაიქირავეს. ამ ლობისტური კომპანიების ამოცანა სააკაშვილის გაპიარებაა, რომ იგი თითქოს უდიდესი რეფორმატორია, რომელმაც საქართველო ფეხზე დააყენა და ახლა ოდესა უნდა ააყვავოს.
გარდა ამისა, ერთი ლობისტური ჯგუფი სააკაშვილს ცალკე ჰყავს გამოყოფილი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბიძინა ივანიშვილის არაოფიციალური ფულადი ანგარიშები მოძებნონ და შემდეგ მათ გაყინვას მიაღწიონ. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ფინანსურად გაანეიტრალებს და ამის შემდეგ საქართველოში იოლად დაბრუნდება“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილსა და ადეიშვილს უკვე გამზადებული აქვთ 1500-კაციანი სია, რომელთა დაპატიმრებასაც ისინი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში აპირებენ. მისი თქმით, ამ სიაში ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები შედიან, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სააკაშვილს ებრძოდნენ.
„ნურავის გონია, რომ სააკაშვილი წარსულს ჩაბარდა და საფრთხეს აღარ წარმოადგენს. მისი სახით საფრთხე ნამდვილად კვლავ არსებობს და ეს დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის შედეგია. „ქართულმა ოცნებამ“ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ძებნილი სააკაშვილი ხელს კიდევ აქეთ გვიქნევს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები