მამუკა არეშიძე: სააკაშვილს ივანიშვილისთვის რაიმეს წართმევის თავი რომ ჰქონოდა, მას ხელისუფლებამდე არ მიუშვებდა

ექსპრეტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის ფულის წართმევას ვერ მოახერხებს. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას საპასუხოდ განაცხადა, სადაც მან თქვა, რომ ექსპრემიერ ივანიშვილს ფულს წაართმევს და ქვეყანას მოახმარებს.
,,სააკაშვილს ივანიშვილისთვის რაიმეს წართმევის თავი რომ ჰქონოდა, მას ხელისუფლებამდე არ მიუშვებდა. უბრალოდ, უხერხულია ,,ნაცმოძრაობისა“ და სააკაშვილის რიტორიკა ივანიშვილისადმი. როცა სჭირდებოდა, მაშინ ის ოლიგარქი არ იყო და, როგორც თვითონ ამბობდნენ, ივანიშვილი ქვეყნის გადარჩენის საქმეში ეხმარებოდა. უცებ, მათთვის გახდა ივანიშვილი ოლიგარქი და სააკაშვილი მისთვის ფულის წართმევას აპირებს“,- აცხადებს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები