დავით უსუფაშვილი: თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ

მე და თინა ყოვ­ელთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები­ ვიყავით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში  განაცხადა. მისივე თქმით, მისი მეუღლის მინისტრობის გამო თვალს არაფერზე დახუჭავს.
„ვისაც ჩემი და თინას საჯარო ურთ­იერთობა უნახავს, კარგად იცის, რომ ყოვ­ელთვის ერთმანეთის მთავარი ოპონენტები­ ჩვენ ვიყავით. საკუთარი მოვალე­ობები კარგად გვაქვს გაცნობიერებული. თუ ჩავთვლი, რომ რომელიმე კანონში არასწორი ცვლილება იგეგმება, თინას მინისტრობის გამო, თვალს არაფერზე დავხუჭავ. კანონის მისაღებად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, ჩემი ხმა იქ იქნება, სადაც ჩემი აზრით, სიმართლეა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები