დავით უსუფაშვილი: შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს

შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„კოალიციაში სერიოზული ცვლილ­ების წინა პირობას ვერ ვხედავ. ამაზე საუბარი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია, თუმცა იძულებული ვარ კოალი­ციის დაშლაზე მეოცნებეებს იმედები­ გავუ­ცრუო. შესაძლოა, პარლამენტისა და მთავ­რობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, როგორც ცოტა ხნის წინ დეპუტატებმა პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლეს, შესაძლოა, დეპუტატებმა სხვა თანამდებობა დაიკავონ და ა.შ.“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, მინისტრთა კაბინეტში ორი რესპუბლ­იკელის დაწინაურების პოლიტიკური ვაჭრობად შეფასებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ  ვისაც სურს, მსჯელობას ვაჭრობა­ დაარქვას.
„თუ არ ვიმსჯელებთ, გარკვეულ თანამდებობებზე ვისი დანიშვნაა უმჯობესი, ან რომელი კანონი უნდა მივიღოთ ახლა და რომე­ლი გადავდოთ, არაფერი გამოვა.­
ვთქვათ, ბაზარში შეხვედით და ახალი წლისთვის ინდაურს არჩევთ. რამდენიმე გამყიდველთან საუბრის შემდეგ არჩევანს ხომ იქიდან გამ­ომდინარე აკეთებთ, რამდენი გაქვთ ჯიბეში­ ფული და როგორ გამოიყურება ეს ინდაური? ანუ, ამ დროს ვაჭრობთ­ თუ ცდილობთ თქვენთვის სასურველ სიკეთეს მიაღწიოთ? ეს არის პოლიტიკა, აბა, რისთვის ვსხედვართ აქ, თუ არ ვცდი­ლობთ, ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ?! მთავრობის დაკომპლექტებაც ასეთი ჯანსაღი კოალიციური მსჯელობის შედეგად მოხდა.
მსგავსი ტიპის შანტაჟი ჩვენი ხელ­წერა არ გახლავთ. ვინც რესპუბლიკურ პარტ­ია­სთან რაიმე ტიპის გაერთიანე­ბაში ყოფ­ილა,­ დამერწმუნება, რომ სიტყვა უკან არასოდეს წაგვიღია და არც ფანჯრიდან გავ­პარულვართ ოდესმე.
გვინდა, სანდო და საიმედო პარტნი­ორები ვიყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს­, რომ ყველაფერს დავთანხმდე­ბით.­ ჩვ­ენი მიზნები გვაქვს, რომელსაც მაგ­იდაზე ყოველთვის წინასწარ ვდე­ბთ და ეს პარტნიორებმაც კარგად იციან.
ყველა­ კოალიციასა და გაერთიანებაში საკუთარი პრიორიტეტე­ბით შევდივართ. თუ დავინახავთ,­ რომ ჩვენი მიდგომები არ აინტერესებთ­, იქ არ გავჩერდებით­. როგორც კი სააკაშვი­ლმა­ ყველა ჩვენი პრიორიტეტი გადახაზა, 2004 წლის ივნისში მისი გაერთიანება დავტოვეთ. არ დაგავიწყდეთ, ამ დროს სააკაშ­ვილი თეთრ ცხენზე იჯდა და მთელი საქ­ართველო და მსოფლიო ტაშს უკრავდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები