დავით უსუფაშვილი: სააკაშვილმა­ არ ჩათვალა საჭიროდ, თავისი მმართველობ­ისას მიღებულ კანონს დამორჩილებოდა

სააკაშვილმა­ არ ჩათვალა საჭიროდ, თავისი მმართველობ­ისას მიღებულ კანონს დამორჩილებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მოახდენს ექსპრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე გავლენას, უსუფაშვილი პასუხობს, რომ ცალკეული ადამიანების ქმედ­ება ორი ერის ურთიერთო­ბაზე ვერ აისახება.
„ნება მომეცით, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებისა და საჯარო მოხელეების განცხ­ად­ებებზე კომენტარი არ გავაკეთო.­ საქართველო და უკრაინა მეგობარი სახელმწიფოები არიან. ცალკეული ადამიანების ქმედ­ება კი ორი ერის ურთიერთო­ბაზე ვერ აისახება. ადამიან­ე­ბი­ ზოგჯერ არჩევანს სამშობლ­ოს წინააღმ­დეგ ან მისგან დამოუკიდებლად აკეთ­ებენ. ამ შემთხვევაში სააკაშვილმა­ არ ჩათვალა საჭიროდ, თავისი მმართველობ­ისას მიღებულ კანონს დამორჩილებოდა. დაახლოებით ათი წლის წინ სააკაშვილის ლიდერობას ქვეყ­ანაში დიდი იმედები უკავ­შირდებოდა, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რომ იმედები დამსხვრეულიყო და თავ­ადაც დღეს არსებულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება, კითხვას, ექსპრეზიდენტი საქართველოში ოდესის გუბერნატორის სტატუსით რომ ჩამოვიდეს, მიიღებს თუ არა ხელისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები