გიორგი შენგელაია: საპატრიარქოს ყველაფრის ხელში ჩაგდება უნდა

საპატრიარქოს ყველაფრის ხელში ჩაგდება უნდა – ამის შესახებ კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს და ხელნაწერთა ეროვნულ ინსტიტუტში განვითარებული მოვლენების მოტივებზე საუბრობს.
“ის რაღაც-რაღაცებში ეწინააღმდეგებოდა განათლების მინისტრს. მაგალითად, მანდ ყოფილა სახარება ებრაულ ენაზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებენ ვიღაც ავანტიურისტები, ებრაელებს მიუწერიათ მინისტრისთვის, ჩვენ უნდა გადმოგვე მუზეუმისთვისო.მე არც ვიცოდი, სინაგოგასთან ყოფილა მაგათი მუზეუმი. კუდავამ ამაზე უთხრა დასაბუთებული უარი. ამის მერე შეიძულა ეს კაცი მინისტრმა. მეორე, უნდოდათ მაგ შენობის წართმევა და სამაგიეროს სთავაზობდნენ სამების ტაძარის უკან.
ახლა პირდაპირ დაწერე: მე ეს ყველაფერი მეუბნება იმას, რომ საპატრიარქოს უნდა ყველაფრის ხელში ჩაგდება. მეცნიერება ვერ იქნება რელიგიის დაქვემდებარებაში. ამაზეც უარი თქვა კუდავამ. ზაზა აბაშიძეს სანამ დირექტორად დანიშნავდნენ, საპატრიარქოში მუშაობდა. მაგაზე გავლენა მოახდინეს და ახლა მზადაა, ყველაფერი გადასცეს. ალბათ გახსოვთ, საპატრიარქოს ხელოვნების მუზეუმიდან უნდოდა ანჩისხატის ხატის გამოტანა, ამას მთელი საზოგადოება წინ აღვუდექით და დავტოვეთ თავის ადგილზე.ეს გახლავთ ხელოვნების ნიმუში და არა საკულტო ნივთი“, – აცხადებს გიორგი შენგელაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები