სოსო ცინცაძე: სააკაშვილმა აზარტული მოთამაშესავით ყველაფერი ფსონის სახით დადო

„თუ მიხეილ სააკაშვილი მოახერხებს, რომ პოზიციები შეინარჩუნოს, მისი აქციები კოსმოსამდე ავარდება და თუ არა, – როგორც ჩანს, მას მეტი შანსი აღარ ექნება“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ამავე ინტერვიუში პოლიტოლოგი ამბობს, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორობაზე თანხმობით მიხეილ სააკაშვილი დიდ რისკზე წავიდა, რადგან ამ რეგიონს ვლადიმერ პუტინი იოლად არ დათმობს.
,,სიტუაცია ასეთია: როგორც არ უნდა მოიქცეს უკრაინა, პუტინი გააკეთებს იმას, რის შესაძლებლობასაც მას დასავლეთი მისცემს. ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, რა არის ოდესის ოლქი დღევანდელი უკრაინისთვის, როდესაც მას ყირიმი აღარ აქვს. ამ რეგიონს პუტინი იოლად არ დათმობს. ეს პოროშენკოსაც ესმის და, რასაკვირველია, რაკი სააკაშვილი გუბერნატორობას დათანხმდა, მას აუხსნეს რიგი საკითხები და მიშამაც ძალიან კარგად იცის, რა მძიმე ტვირთი წამოიკიდა. ეს არის ჯოჯოხეთური რისკი და სააკაშვილმა აზარტული მოთამაშესავით ყველაფერი ფსონის სახით დადო. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი გაატარებს რეფორმებს, კორუფციას მოსპობს, სამუშაო ადგილებს შექმნის თუ რას იზამს. გადამწყვეტი არის ის, გაძლებს თუ არა წლის ბოლომდე. თუ ის მოახერხებს, რომ პოზიციები შეინარჩუნოს, მისი აქციები კოსმოსამდე ავარდება და თუ არა, – როგორც ჩანს, მას მეტი შანსი აღარ ექნება“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები