გორის ბაზრის მოვაჭრეები მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ
გორის ბაზრის მოვაჭრეები საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი აგრარულ ბაზარში სამუშაო ადგილების დაკარგვას აპროტესტებენ. აქციაში რამდენიმე ათეული მოვაჭრე მონაწილეობს. მოვაჭრეების თქმით, მათთვის ალტერნატივის სახით შეთავაზებული სავაჭრო ფართები ქალაქის გარეუბანში მდებარეობს, რაც მათთვის არახელსაყრელია. კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.