ირმა ინაშვილი საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებს მიმართავს: – „რა რეფორმებზე საუბრობთ?!“

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აღშფოთებას ვერ მალავს იმ ფაქტით, რომ საქართველოს იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრები კიევში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ მინისტრებთან რეფორმებზე საუბრობენ.
როგორც ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს, მისთვის თეა წულუკიანისა და გია გეწაძის, ან დავით სერგეენკოსა და ალექსანდრე კვიტაშვილის პირისპირ შეხვედრა და შემდეგ რეფორმებზე საუბარი, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.
„რამდენიმე დღის წინათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიევში ჩავიდა და სალაპარაკოდ წინ დაუჯდა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე! ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, დანაშაული არ არის, მაგრამ უზნება და ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის უპატივცემულობაა, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი უკრაინაში სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს ხვდება და ელაპარაკება! ვეკითხები თეა წულუკიანს – რა რეფორმებზე საუბრობთ გია გეწაძესთან ერთად? გეწაძისნაირებს საერთოდ რატომ ხვდებით და ელაპარაკებით?! ვეკითხები დავით სერგეენკოსაც, რომელიც კარგი მინისტრია და პატივს ვცემ- კვიტაშვილს რაზე ხვდებით და რა რეფორმებზე ელაპარაკებით?!“ – აცხადებს ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები