რას აცხადებს აშშ-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიით ვაჭრობაში მხილებული სუმბაძე

 

გაზეთი „პრაიმტაიმი“ აშშ-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიით ვაჭრობაში მხილებულ ალექსანდრე სუმბაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, სუმბაძე საქართველოშია.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას სუმბაძე ამბობს, რომ მედიამ მის შესახებ არასწორია ინფორმაცია გაავრცელა და ირწმუნება, რომ კანონდარღვევით სექსი არავისთან ჰქონია.

“პირადად მე ბავშვებთან არანაირი სექსუალური კავშირი არ დამიმყარებია. ეს არის სიცრუე“,- აცხადებს სუმბაძე. კითხვაზე -“საერთოდ უარყოფთ იმ ინფორმაციას, რაც მედიაში გავრცელდა“ – ალექსანდრე სუმბაძე აცხადებს, რომ არ იცის და, შესაბამისად, სხვებზე ვერ ილაპარაკებს.

“რაც შემეხება მე, შემიძლია გითხრათ, რომ იყო გაურკვევლობა. იყო შემთხვევა, როცა ერთხელ, გვიან ღამე მივედი სკოლაში, ცოტა ხანს დავრჩი ერთ ადამიანთან ერთად, ბიჭთან და პრობლემა ის გახლავთ, რომ რადგან ვერ დაადგინეს მისი ასაკი, ამიტომ დამკითხეს, მაგრამ ეს ადამიანი არც ჩემი სტუდენტი იყო, არც არასრულწლოვანი, თან ისეთ პერიოდში, როცა იქ სტუდენტები იმყოფებოდნენ, მარტო ჩვენ ვიყავით. ეს იყო 20 წლის ბიჭი და, უბრალოდ, ადგენდნენ, ვინ იყო“,-აცხადებს ალექსანდრე სუმბაძე. ამასთან, სუმბაძე აცხადებს, რომ მისი ადვოკატები კი „ვაშინგტონ პოსტის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ.

„ადვოკატები მუშაობენ და ვაპირებ ჩივილს. აშშ-ში ცილისწამება დასჯადია და ვაპირებ ვიჩივლო, რადგან, რაც იქ წერია, არ არის მართალი… მე დანაშაული არ მიღიარებია, ვიმყოფებოდი დაკითხვაზე და შეკითხვებს გავეცი პასუხი. პოლიციასთან პრობლემები არ მქონია, უბრალოდ დამკითხეს, იყო გაურკვევლობა, რადგან ერთხელ, გვიან ღამე მივედი კარატეს სკოლაში, ცოტა ხანს დავრჩი ერთ ადამიანთან ერთად, მაგრამ ის არც არასრულწლოვანი ყოფილა და არც ჩემი სტუდენტი“, – აცხადებს გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ალექსანდრე სუმბაძე. 26 წლის ალექსანდრე სუმბაძე კარატეს ინსტრუქტორად მუშაობდა შეერთებული შტატების დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბეთესდაში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო პორნოგრაფიული კადრები, სადაც სუმბაძესთან ერთად, სავარაუდოდ, მისი მოსწავლეები ჩანან და გადაღებაც კარატეს დარბაზში ხდებოდა. გამოძიება ამ საქმეზე შარშან დეკემბერში დაიწყო. ადგილობრივ პოლიციას სამხრეთ დაკოტას შტატის პოლიციამ შეატყობინა, რომ ქალაქ ბეთესდადან ვიღაცამ ინტერნეტში საბავშვო პორნოგრაფია ატვირთა. წყარო: “პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები