სასამართლოში საქმეები ელექტრონულად, შემთხვევითი შერჩევით გადანაწილდება

 

სასამართლო რეფორმისერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საქმეების შერჩევითობის პრინციპით გადანაწილება იქნება, ისე, რომ არც მოსამართლეს და არც მოსარჩელეს ეცოდინება, კონრეტული საქმე ვის დაეწერება. აღნიშნული სიახლის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. „საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვგეგმავთ სასამართლოში შემოსულ საქმეთა ელექტრონულ განაწილებას, განსხვავებული პრინციპი დავგეგმოთ და ეს არის შემთხვევითობის პრონციპი, როცა ვერც მოდავე მხარეების, ვერც თავმჯდომარის და ვერც სასამართლოს მიერ ვერ იქნება განჭვრეტადი, კონკრეტულად რომელი საქმე რომელ მოსამართლეზე განაწილდება. აღნიშნული პრინციპი სასამართლოს მიმართ ნდობას გააღვივებს და ასევე, შემთხვევითობის პრონციპი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები