გიგლა აგულაშვილისთვის ლევან ვასაძის განცხადებები დამაბნეველია

გარემოს დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი ლევან ვასაძისეულ „არანორმატიულ სექსუალურ ცხოვრებაზე“ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრობს. მინისტრის თქმით, მისთვის ვასაძის განცხადებები დამაბნეველია. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ექნება მას, თუ ლევან ვასაძის ამ მოსაზრებების გამო, „ოცნებას“ მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებას დააბრალებენ, მინისტრი აცხადებს, რომ ვასაძის განცხადებებთან „ოცნება“ არაფერ შუაშია.
„მისი განცხადებები ჩემთვის ხშირად დამაბნეველია და ვერც ახლა მივხვდი, რას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინოს და ჩემს აზრსაც მაშინ ვიტყვი. თუ ასეთ განცხადებებს ბატონი რაინდი აკეთებს, ჩვენ რა შუაში ვართ… როგორც ვიცი, ეს წოდება აქვს. ისე, რაინდობაზე, ჩემი რომანტიკული პერიოდიდან, ცოტა სხვა წარმოდგენა მაქვს“,- აღნიშნავს აგულაშვილი “ვერსიასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები