“ნაცმოძრაობიდან“ წასული და დარჩენილი ლიდერების ფარული ზრახვები”

“ნაცმოძრაობიდან“ წასული და დარჩენილი ლიდერების ფარული ზრახვები – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ პარტიიდან 4 წევრის წასვლის მოტივებსა და მათ სამომავლო გეგმებზე წერს.
გამოცემის ვერსიით, საქმე ამერიკული გეგმის ნაწილს უკავშირდება. „კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, პარტიის დაშლის დასაწყისი გიგა ბოკერიას ინსპირირებულია, თუმცა ის ამ ეტაპზე პარტიაში რჩება, რაც გეგმის ნაწილია. რაც შეეხება ამერიკას, გამოცემის ვარაუდით, ის, რომ “ნაცმოძრაობიდან“ წამოვლისან 2 დღეში ზურაბ აბაშიძე ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, მალე კი ვიზირტით ამერიკაში მიემგზავრება სხვა იქაურ პარტნიორებთან შესახვედრად – მიუთითებს იმაზე, რომ საქმე სწორედ ამერიკულ გეგმასთან გვაქვს.
“საქმე ამერიკული გეგმის ნაწილთან გვაქვს. მართალია გიგა ბოკერია არ წამოსულა პარტიიდან, მაგრამ “ქრონიკა“ დახურულ წყაროებზე დაყრდნობით ადრე იმასაც წერდა, რომ ის “ნაცმოძრაობიდან“ წამოსულ პროტესტანტებს არ შეუერთდება, ერთხანს შესაძლოა, საერთოდ გაერიდოს პოლიტიკას, თუმცა ახალი პოლიტიკური ძალის მთავარი ღერძი, „რუხი კარდინალი“ ის იქნება. ეს იმიტომ, რომ ბოკერია აღიზიანებს ხალხს და პირველ ეტაპზე მისი ახალ პარტიაში გამოჩენა მას დააზარალებს. მერე კი, დრო გავა, ხალხს ბოკერიას და “ნაცების“ მიმართ აგრესია გაუნულდება და ისიც თავის პარტიას შეუერთდება, სწორედ ამ პროცესთან უნდა გვქონდეს საქმე, პარტიის დაშლის დასაწყისი სწორედ ბოკერიას ინსპირირებული უნდა იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ვითომ სააკაშვილის ერთგული რჩება. არადა სააკაშვილი და ბოკერია თითქმის 2 წელია სააკაშვილს სთხოვდა, “ჩამოსცილებოდა “ნაცმოძრაობას“, რათა პარტია გადარჩენილიყო და მის ამბიციებს არ შესწირვოდა. ამ ვერსიას ერთი ფაქტიც ამყარებს.
“ნაცმოძრაობიდან“ წამოვლისას 2 დღეში ზურაბ აბაშიძე ამერიკის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, მალე კი ვიზირტით ამერიკაში მიემგზავრება სხვა იქაურ პარტნიორებთან შესახვედრად. დიდი მისნობა არ სჭირდება იმას, რომ ჯაფარიძე ამერიკელებისგან სამოქმედო ინსტრუქციებს მიიღებს. რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას კი, როგორც “ქრონიკას“ აცნობეს, ჯაფარიძემ ამერიკელებისგან და ამერიკის ელჩმა სწორედ მომავალი პარტიის დაფინანსების შესახებ ისაუბრეს”, – წერს “კვირის ქრონიკა“. გამოცემის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გაგრძელდება და პარტია 2016 წალმდე ვერ მიაღწევს. “თუმცა მისი ნასხლეტები, ყოფილი “ნაცები“ სხვადასხვა პარტიაში გაერთიანებდებიან და ამერიკის პატრონაჟით ერთიან კოალიციას შექმნიან“, – წერს “კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები