საქართველოს 2-3 ივნისს ესტონეთის პრეზიდენტი ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საქართველოს 2-3 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეწვევა.
მისივე თქმით, ესტონეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც კერესელიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია. “ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობები ესტონეთთან არის იდეალური. ესტონეთი არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროატლანტიკური მისწრაფებები თუ სხვა ეკონომიკური საკითხები, ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი”, – განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები