თეა წულუკიანი: სააკაშვილმა კიევში ვერ ივარგა და ოდესაში გაუშვეს

კიევში სააკაშვილმა უბრალოდ ვერ ივარგა და ის გაუშვეს ოდესაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.
წულუკიანი იმედოვნებს, რომ საქართველოს ყოფილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში გაუძლებს ყველა გამოწვევას და ხალხს არ გაუცრუებს იმედებს.
“ჩემი ფუნქცია არ არის შევაფასო, რატომ წავიდა კიევიდან ოდესაში, უბრალოდ ჩემი დასკვნა იმის მიხედვით, რაც ვნახე არის ის, რომ კიევში მან უბრალოდ ვერ ივარგა და ის გაუშვეს ოდესაში და იმედი მაქვს, რომ ის ოდესაში მაინც ივარგებს და არ გაუცრუებს იმედს უკრაინელ ხალხს”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები