შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის სენაკში _ 70%, ზუგდიდში კი 47,% შეადგინა

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის სენაკში _ 70%, ზუგდიდში კი 47,% შეადგინა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის სენაკის ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 921-მა ამომრჩეველმა, ხოლო ზუგდიდში 548 ამომრჩეველმა. დღეს 12:00 სთ-ის მდგომარეობით სენაკში ამომრჩეველთა აქტივობა 41,1%, ხოლო ზუგდიდში – 18,8 % იყო.
საბოლოო ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო 20:00 საათის შემდეგ წარმოადგენს.
სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის, №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება. აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ყავთ “ქართულ ოცნებას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და “თავისუფალ საქართველოს”, სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედია ორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები