საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 56 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მიწისძვრა მოხდა. ფაქტი თბილისის დროით 05.20 საათზე დაფიქსირდა.

როგორც “კვირას“ ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმურ განყოფილებაში განუცხადეს, სიმძლავრემ 4,7 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმურ ცენტრში აცხადებენ, რომ ბიძგებს საზღვრის მიმდებარე სოფლებში შეიგრძნობდნენ. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები