„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, კურსის თუნდაც რამდენიმე თვით, რამდენიმე პუნქტით გამყარება ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას ნიშნავს“
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით, კურსის თუნდაც რამდენიმე თვით, რამდენიმე პუნქტით გამყარება ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას ნიშნავს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კურსის თუნდაც რამდენიმე თვით, რამდენიმე პუნქტით გამყარება ნიშნავს ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას, იმიტომ, რომ ჩვენ სარეზერვო ფული და ფულადი აგრეგატების ზრდა ისედაც დაყვანილი გვაქვს ნულზე, სასესხო პორტფელი აღარ იზრდება – ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთადერთხელ, როცა სარეზერვო ფული აბსოლუტურ გამოხატულებაში შემცირდა, იყო 2008 წლის ბოლოს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ჩვენი ჩარჩო-ოპერაციები არის სწორი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.