შევარდნაძემ 50.000 დოლარად ჩემი ლიკვიდაცია დაუკვეთა – რას აცხადებს “სისხლიანი” მადლენა

ალბათ, ყველას ახსოვს აზერბაიჯანიდან საქართველოში როგორი ხმაურით ჩამოიყვანეს ძებნილის სტატუსით დაკავებული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი. მას ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელს უწოდებდნენ. როგორც ამბობენ, კახეთის რეგიონში “მხედრიონს” ის ხელმძღვანელობდა. მას უკავშირებენ ბევრ დანაშაულს არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც.
ქართველმა სამართალდამცავებმა ის 22 წლის წინ მომხდარი შემზარავი დანაშაულის და მკვლელობის ორგანიზატორად დაასახელეს. ამბობდნენ, რომ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, თუმცა, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი გაათავისუფლეს(?!). “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მადლენა ზვორიკინა- ამბობს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მისი ლიკვიდაცია დაუკვეთა.
“ყოფილი გამომძიებელი ბათუ საღინაძე შევარდნაძის დაკვეთას ასრულებდა და ჩემი ლიკვიდაცია სცადა. 1994 წლის 26 ივლისი იყო, ჩემმა მძღოლმა დაიგვიანა და სახლიდან გამოვედი. ეზოში გამაჩერეს ქართველმა ძალოვანებმა და ირონიულად მითხრეს, შევარდნაძემ 50.000 დოლარად შეგაფასაო. გამეცინა, მეგონა, ხუმრობდნენ, ამ დროს დააძრეს იარაღი და ერთმა თავში მესროლა, მეორემ – მარჯვენა მხარში. ეს ის ფაქტია, რასაც ვითომ სპეცოპერაციას უწოდებს საღინაძე. თუ დაკავება სურდათ, ოფიციალური საბუთით მოვიდოდნენ და დამაკავებდნენ, მაგრამ იცოდნენ, ეს შეუძლებელი იყო, რადგან უკვე რუსეთის მოქალაქე ვიყავი. ამიტომ ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს. მაშინ მართლა სასწაულით გადავურჩი სიკვდილს. მარცხენა ყურთან გამიარა ტყვიამ. ჩვენს კორპუსში საიუველირო მაღაზია იყო, იქაური დაცვა გამოვარდა და პირიქით, ესენი დააწვინეს ძირს, ამიტომ ვერ მოასწრეს საკონტროლო გასროლა. მაშინ ერთმა ჩანთა ჩამომგლიჯა მხრიდან და რომ დავიკვნესე, გავიგონე მისი ნათქვამი, მგონი, ცოცხალია, ბიჭოო; მეორემ უთხრა, არა, კაცო, თავში მოვახვედრე ტყვიაო.
ჩანთა იმიტომ ჩამომგლიჯეს, რომ ბინის კარი გაეღოთ და იქ იარაღები ჩაედოთ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ბათუ საღინაძეს არ ვიცნობდი, მერე ფოტოებით ამოვიცანი… ტყუილია, თითქოს ფული შევთავაზე“-აცხადებს მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი. წყარო: “კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები