ხადური ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის ინიციატივას ეხმაურება
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს.
როგორც ხადურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საკითხზე პარლამენტი მუშაობს და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. “საქართველოს პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მისი ინიციატივა”, – განაცხადა ხადურმა.