“წესიერი გამოძიება რომ ჩატარდეს, გიორგი ქადაგიძე აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება“

წესიერი გამოძიება რომ ჩატარდეს, გიორგი ქადაგიძე აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი დემურ გიორხელიძე გაზეთ “კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით შექმნილ სურათში ერთ-ერთი დიდი წვლილი პარლამენტმაც შეიტანა.
როგორც გიორხელიძე აცხადებს, ბოლო სამი წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ არ შეასრულა ის ფუნქცია, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციისთ აქვს მინიჭებული.
“ეს არის უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო, ის უმტკიცებს პოლიტიკას ეროვნულ ბანკს, ამტკიცებს მთავრობას და ასე შემდეგ… პარლამენტმა არ შეასრულა მაკონტროლებლის ფუნქცია ყალბი გუნდურობიდან გამომდინარე. ახლა დაიწყეს უნიჭო პიარ-მენეჯერების რჩევით უაზრო აქციები, ეგებ ყველაფერი ვინმეს გადავაბრალოთო, დავიწყოთ კომისიების შექმნაო. ეს არის გადაბრუნებული ურმის შემდეგ უსუსური ხალხის ფაფხური. ეროვნული ბანკი აკეთებდა იმას, რისი გაკეთების უფლებაც ხელისუფლებამ მისცა და კომერციულმა ბანკებმა გააკეთეს ის, რისი გაკეთების უფლებაც მისცა ეროვნულმა ბანკმა. ხელისუფლებას არ ჰქონდა უფლება, ეროვნული ბანკი ასე მიეშვა. წესიერი გამოძიება, რომ ჩატარდეს, გიორგი ქადაგიძე აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება“, – აცხადებს დემურ გიორხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები