“ადეიშვილი მეტ ინფორმაციას ფლობს საბანკო სისტემაზე, ვიდრე მთელი პარლამენტი და მთავრობა ერთად”
დღეს ადეიშვილი გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს საბანკო სისტემაზე, ვიდრე ჩვენ, მთელი პარლამენტი და მთავრობა ერთად აღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა “ბიზნესკურიერში” განაცხადა.
„ოპოზიცია ყველაფერზე ხელისუფლებისკენ იშვერდა ხელს, ხოლო ბანკი ჯილდოებს იღებდა. კონტროლის უფლება იმ დეპარტამენტს აქვს, რომელიც დღესაც არსებობს და უშუალოდ ქადაგიძის დაქვემდებარებაშია. მათ ნდობა აქვთ მხოლოდ ქადაგიძის და ქადაგიძეს კიდევ ადეიშვილის. დღეს ადეიშვილი გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობს საბანკო სისტემაზე, ვიდრე ჩვენ, მთელი პარლამენტი და მთავრობა ერთად აღებული“, – თამაზ მეჭიაურმა.