„ქვეყანას, რომელსაც მენდელეევის ყველა ელემენტი აქვს, შიმშილით კლავს თავის მოსახლეობას”

   საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე რუსეთის ძალადობის შესახებ წერს. მისი თქმით, რუსეთი უბრალოდ ქმნის გასაჭირს და ტანჯვას ადამიანებისთვის. მხოლოდ ეს არის მათი მოწოდება და შესაძლებლობები.
„ძალიან გოიმები არიან რუსები და ის კუთხე-კუნჭულებიც, რომლებიც ამ გოიმებთან შეერთებისთვის თავს იკლავენ. ქვეყანას, რომელსაც მენდელეევის ყველა ელემენტი აქვს, შიმშილით კლავს თავის მოსახლეობას, სამაგიეროდ ძალადობრივად მიწებს იერთებს 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყნებს შორის გავლენები და მხარდაჭერა აბსოლუტურად არ განისაზღვრება ტერიტორიული ერთობით. უბრალოდ ქმნის გასაჭირს და ტანჯვას ადამიანებისთვის, სულ ესაა მათი მოწოდება და შესაძლებლობები. დღეს ასეა და ღმერთმა ქნას, განვითარდნენ მომავალში მაინც. არ მეწყინება, რა ჯობია შენზე ჭკვიან მეზობელს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები