ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2545 ლარად იქნება შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0689 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5151 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5794 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0643 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები