არჩილ მესტვირიშვილი: როდესაც ჩვენ გვაქვს საგარეო მსხვილი შოკი, ინტერვენციების გამოყენება არაეფექტურია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილის განაცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკაა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხები გვაქვს შოკებზე.
როგორც არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხები გვაქვს შოკებზე.
“ინტერვენციები ეფექტურია მაშინ, როდესაც შოკი ძალიან მოკლევადიანია ან ე.წ. ნომინალური შოკის დროს, რომელიც გამოწვეულია რაღაც შიდა ცვლილებებით. როდესაც ჩვენ გვაქვს საგარეო მსხვილი შოკი, ინტერვენციების გამოყენება არაეფექტურია და ზედმეტი ინტერვენციები, პირიქით, კონტრპროდუქტიულია და ამით ჩვენ უფრო გავაუარესებდით მდგომარეობას. დღევანდელი შოკი თავისი შინაარსით შეიძლება ცოტა ნაკლებია, მაგრამ დაახლოებით ანალოგიურია იმ შოკისა, რომელიც ჩვენ გვქონდა 1998 წელს რეგიონში. რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხები გვაქვს შოკებზე. რა თქმა უნდა, ეს დიდი შეღავათი არ არის იმისთვის, ვინც სესხი დოლარში აიღო და ლარში კი შემოსავალი აქვს. ჩემი აზრით, 2014 წელსაც და აქამდეც მონეტარული პოლიტიკის კუთხით მაქსიმალური გაკეთდა”, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები