“ლარის კურსი ცოტათი უფრო მეტად გაუფასურებულია, ვიდრე უნდა ყოფილიყო”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს არჩილ მესტვირიშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ლარის კურსის ვარდნა ჩვეულებრივი პროცესია.
როგორც მესტვირიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გარკვეული უარყოფითი მოლოდინების გამო კურსი ცოტათი უფრო მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარუდგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
“გარკვეული უარყოფითი მოლოდინების გამო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კურსი ცოტათი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ მოლოდინების გარკვეულმა მოთოკვამ, ან კურსის იმ დონეზე გაუფასურებამ, რომ შემდეგ უკვე საპირისპირო მოლოდინები გააჩინა, გამოიწვია ამ ტენდენციის შემობრუნება. ეს დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის დაი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ნორმალური პროცესია”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ განაცხადა, ამას ვერ დავარქმევთ სპეკულაციას, რადგან ეს დამახასიათებელია მცურავი გაცვლითი კურსისთვის.
“რამე განსაკუთრებულ, ან მიზანმიმართულ სპეკულაციას ჩვენ გამოვრიცხავთ და ამის ნიშნები არ გვაქვს, თუმცაი რომ განვმარტოთ, სპეკულაცია მოლოდინებიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს ჰქვია, თუნდაც თუ ვინემეს 100, 200 დოლარის გადახურდავება უნდოდა და ელოდებოდა კურსის გაუფასურებას, შეგვიძლია ამასაც სპეკულაცია დავარქვათ, მაგრამ ეს არის ნორმალური ბაზრისთვის დამახასიათებელი მომენტი. რაც შეეხება ამ პროცესში ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, მესტვირიშვილის თქმით, უმჯობესია დავეყრდნოთ ამ კუთხით საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებს, რომელთაც საქართველოს ეროვნული ბანკისა და ასევე მთავრობისგან აქვთ ყოველდღიური ინფორმაცია“, – აღნიშნა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ჩამოსულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთანაც ხდება ინფორმაციის მაქსიმალური გაცვლა და, მათი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სწორი.
ამასთან, როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, აპრილის მონაცემებით, იმპორტი 19%-ით შემცირდა, რამაც პოზიტიური გავლენა უნდა იქონიოს გაცვლით კურსზე.
მისივე თქმით, ტურისტების ნაკადების მატება კურსზე გამყარების მიმართულებით მოკლევადიან პერიოდში დადებით გავლენას ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები