გიორგი კვირიკაშვილი: კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, რაც, სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია
ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა. მინისტრი ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება ტურიზმის ზრდამ გამოიწვია.
“ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს, ეს უკვე ძალიან დადებითია. სავარაუდოდ, ტურიზმის ზრდამ გამოიწვია. ტურისტების ნაკადი ალბათ თქვენც შეამჩნევდით, მნიშვნელოვნად არის მომატებული. უცხოური ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვანია, ასევე EBRD-ის შეხვედრის დროს ძალიან ბევრი სტუმარი იყო ჩამოსული. ზოგადად, მე მეგონია, რომ ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.