ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელსაც მარკ გრიფიტსი ხელმძღვანელობს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების დინამიკა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში ორი კვირა იმუშავებს. ამ პერიოდში, მისიის წევრები მუშაობას გააგრძელებენ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან, ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.