ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვითაც, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3378 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3567 ლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6204 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6895 ლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები