ტრისტან წითელაშვილი: 26 მაისს ჩვენზე თავდასხმა იგეგმება

სამხედრო ექსპერტმი ტრისტან წითელაშვილი 26 მაისის მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს. მისი თქმით, სამხედრო ექსპერტთა ჯგუფები და ვეტერანები, 26 მაისის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ასევე 2011 წლის ამავე დღეს მომხდარი დარბევის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბებიან. “თავისუფალი ზონა” კი მათზე თავდასხმას გეგმავს.

„მოგეხსენებათ, 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ამ დღეს სრულიად საქართველო აღნიშნავს. მინდა განვაცხადო, თუ როგორ და რა ფორმით სურს მოძრაობა „თავისუფალ ზონას” 26 მაისს არეულობის გამოწვევა. 9 მაისს, მოგეხსენებათ, მათ ზეიმის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ. მათი გეგმით, 26 მაისს თავისუფლების მოედნიდან, მთავრობის სახლის მიმართულებით დაიწყებენ გადაადგილებას, თითქოსდა, საპროტესტო აქციის მოსაწყობად. რეალურად, მათი პირდაპირი გეგმაა, პროვოცირება მოახდინონ იმ არასამთვარობო ორგანიზაციებისა და ცნობადი სახეების მიმართ, რომლებიც იქ ვიქნებით. ასევე 26 მაისს მეორე დატვირთვა აქვს, 2011 წელს ყველას კარგად ახსოვს, როგორი სასტიკი წესით დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დღესთან დაკავშირებითაც გვსურს, ჩვენი პროტესტის გამოხატვა და „ნაციონალური მოძრაობისთვის” მათი დანაშაულებების შეხსენება.

მაქვს ინფორმაცია, აღნიშნული დაჯგუფებების მხრიდან უკვე დაგეგმილია ჩვენზე თავდასხმა. ამ თავდასხმის შედეგად სურთ, მე და ჩემი მხარდამჭერები, მათ პროვოკაციებს წამოვეგოთ. მინდა მოვუწოდო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და მაქსიმალურად გაკონტროლდეს ყველა ის პირი, რომლებიც პირდაპირ ინსტრუქტირებულნი არიან ამ 26 მაისის პროვოკაციის მოწყობაზე. ორგანიზაცია პირდაპირ უკრაინიდან ფინანსდება და ამას მიხეილ სააკაშვილი აკეთებს. სწორედ მათი დაფინანსების საფუძველზე ხდება, ამა თუ იმ სახის პროვოკაციული ფონის შექმნა და გადაზრდა ფიზიკურ დაპირისპირებაში,”- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა „რეპორტიორის“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები