ნოდარ ხადური კომპანია KPMG-ს წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია KPMG-ს წარმომადგენლებს: შონ ტირნანს, ლიდია პეტრაშოვას, მიხაილ ორლოვს და კახა რუხაძეს შეხვდა.
თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს აღნიშნული კომპანიის მმართველი პარტნიორების კონფერენცია, რომელზეც განიხილება კომპანიის სამომავლო გეგები, რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და ზრდის პოტენციალი.
ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობის, საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე, როგორც საგადასახადო სფეროს, ისე საკონსულტაციო და აუდიტორული მიმართულებით.