ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3637 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3637 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.3632 ლარს შეადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6840 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7016 ლარს შეადგენდა.