“ივანიშვილმა გაითვალისწინა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა, რომ გიორგი ქადაგიძე არ დაეჭირათ“
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე “ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნით არ დაიჭირა” – “არ ვიცი, ივანიშვილმა რა ფორმით უნდა აგოს პასუხი.
რამდენადაც მე ვიცი, მან გაითვალისწინა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის თხოვნა, რომ ქადაგიძე არ დაეჭირა. ცოტა დრო მომეცით, ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება და ამ თემაზე მერე ვრცლად ვილაპარაკოთ”, – განაცხადა მეჭიაურმა გაზეთ “ალიასთან” ინტერვიუში.