ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს აქვს რესურსი, იყოს რეგიონალური ჰაბი

საქართველო თავისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს აქვს რესურსი, გახდეს რეგიონალური ჰაბი.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისთვის. საქართველოს აქვს რესურსი, იყოს რეგიონალური ჰაბი. აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისათვის”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი საქართველოში 14-15 მაისს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები