„ეროვნული ვალუტის გაუფასურება გარე შოკებით გამოწვეული სერიოზული პრობლემაა“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, და გამოწვეულია გარე შოკებით.
მისივე თქმით, ექსპერტებმა თავი უნდა შეიკიავონ აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან.
“მინდა, ყველა ექსპერტს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, გამოწვეულია გარე შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში კურსი დასტაბილურდეს. მეტიც, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არათუ დასტაბილურდება, კურსმა უკან უნდა დაიწიოს. მინდა ვთქვა, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას, ამიტომ მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე გააკეთონ კომენტარი – მათი განცხადებები იყოს უფრო არგუმენტირებული და ემყარებოდეს იმ ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები