ნოდარ ხადური ლიტვის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის დელეგაციასთან გაიმართა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს რიმანტას შადჟიუსის EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.
ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივას.
ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დადებით გამოცდილებას.
„საქართველოს აქვს შესანიშნავი გამოცდილება გადასახადების ელექტრონული ადმინისტრირების მიმართულებით. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შევისწავლოთ თქვენი გამოცდილება და ის მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ლიტვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად უკვე დიდი ხანა არსებობს, მომავალშიც შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ,“ – განაცხადა რიმანტას შადჟიუსიმ.
მისივე თქმით, საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობებს შორის არსებობს შეთანხმება სამთავრობოთაშორისი კომისიის ფორმირების შესახებ, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ეფექტურად წარმართვას ემსახურება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის თქმით, ლიტვის რესპუბლიკა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, დაინტერესებულია საგადასახადო და საბაჟო სფეროში ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაცნობით, რისთვისაც ლიტვის ფინანსთა მინისტრი კვლავ გეგმავს თბილისში ჩამოსვლას.