ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ MEDEF International-ის დელეგაცია მიიღო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა ფრანგული კომპანია MEDEF International-ის დელეგაცია მიიღო, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ნაყოფიერი და მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები და აქტივობები.
უწყების ცნობით, ფრანგული ორგანიზაცია MEDEF International საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მომიჯნავე პროფილის არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია ნოუ-ჰაუს დანერგვასა და ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას მსოფლიო მასშტაბით. MEDEF International ორიენტირებულია ფრანგული კერძო კომპანიებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის კავშირების დამყარებაზე, გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის ჩამოყალიბების მიზნით. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ MEDEF International წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის სამეკავშირეო ოფისს კერძო სექტორის სფეროში და მოწოდებულია მმართველი ორგანოებისა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები