„ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გავზრდიდი“

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდიდა, – ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ეროვნულ ბანკს აქვს ის ოპერატიული ინფორმაცია საბანკო სექტორის შესახებ, საიდან გამომდინარეც ის იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა ეს დღევანდელი მაჩვენებელი იმ ზღვარზე, რომ დავუშვათ ფინანსური პრობლემები შეექმნას სექტორს. ამიტომ მე პოლიტიკურ ინსინუაციებს ვერ დავიწყებ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ მე მაგალითად რეფინანსირების განაკვეთს უფრო მეტად ავწევდი, ვიდრე ნახევარპროცენტიანი ცვლილება იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე შორს ვარ იქიდან, რომ პოლიტიკური დასკვნები გავაკეთო ამის შესახებ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები