თბილისს იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ეწვია

მიმდინარე წლის 13 მაისს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისს ეწვია იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი პიერ კარლო პადოანი.
სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
აეროპორტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
მათ იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში საქართველოს ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრები ურთიერთსასარგებლო იქნება როგორც ქართველი ბიზნესმენებისათვის ისე იტალიელი ინვესტორებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები