ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა – ვიდეო

საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთის დელეგაციას, რომელიც თბილისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ეწვია.
რუმინეთის ფინანსთა მინისტრი, ეუგენ ორლანდო თეოდოროვიჩი და EBRD-ის ალტერნატიული საბჭოს დირექტორი რუმინეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთის რესპუბლიკაში, რუმინეთის სპეციალური წარმომადგენელი EBRD- ში, ანდრეი დრაგოსი ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი, საქართველოს საინვესტიციო გარემო და საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება იყო.
მხარეებმა ტურიზმის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები