დავით ბერძენიშვილი: თამარ კორძაია საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ,,რესპუბლიკურ პარტიას” უკავშირებს

საპარლამენტო ფრაქცია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატ თამარ კორძაიას გადაწყვეტილებაში სკანდალური არაფერია.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორძაიამ ფრაქცია ,,რესპუბლიკელებში” გაწევრიანების სურვილი უკვე გამოთქვა და ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
“თამარ კორძაია იყო უმრავლესობაში და რჩება უმრავლესობაში. საკუთარ პოლიტიკურ მომავალს ის უკავშირებს ,,რესპუბლიკურ” პარტიას. მან დაწერა განცხადება ფარქციაში შემოსვლის სურვილით. ფრაქცია ამასთან დაკავშირებით შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. დეპუტატმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნება” დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები