საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველომ ლიხტენშტეინთან, ისლანდიასთან და კვიპროსთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებები EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის და ბიზნესფორუმის ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. ლიხტენშტეინის და კვიპროსის მხრიდან ასევე ფინანსთა მინისტრებმა და ისლანდიის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი ტიპის შეთანხმებები ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებისთვის, რადგან აღნიშნული დოკუმენტები ქმნიან ე.წ ჩარჩო პირობებს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ საქართველოში კერძო ინვესტიციების დაბანდებას.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 49 ქვეყანასთან.

11125226_10152922961729779_744153770_n

11269720_10152922961734779_511632715_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები