თამარ კორძაიას საკითხს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დღეს გადაწყვეტს

თამარ კორძაიას გაწევრიანების საკითხს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ დღეს გადაწყვეტს, – ამის შესახებ „კვირას“ პარტია „რესპუბლიკელების“ პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც „კვირასთან“ საუბრისას პარტიის პრესსამსახურის უფროსმა განმარტა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ გაწევრიანების შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.„დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და განცხადებით ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ მიმართა. ფრაქცია დაახლოებით 2 საათში შეიკრიბება და კორძაიას გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ფრაქცია, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფრაქცია ,,ქართული ოცნება” დატოვა. აღნიშნული საკითხი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. პარლამეტში შესული განაცხადის მიხედვით, სქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91- ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თამარ კორძაია, პირადი განცხადების საფუძველზე აღარ ირიცხება ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები