თბილისში, ბიზნესფორუმის ფარგლებში, ევროპის ქვეყნის ფინანსთა მინისტრები ჩამოვიდნენ

თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, კვიპროსის, ლიტვის, მალტისა და ესტონეთის ფინანსთა მინისტრები ჩამოვიდნენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, უკვე მეორე დღეა ოფიციალური სტუმრების ჩამოსვლა მიმდინარეობს. ჩამოსულ სტუმრებს თბილისს საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დახვდა. თბილისს ასევე დღეს ეწვია რუმინეთის ფინანსთა მინისტრი, რომელსაც აეროპორტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები